"მაღლა მთებში ღმერთთან ახლოს"
თითქმის ყველა ჩემი ასაკის მოზარდის ოცნებაა პარიზში, იტალიაში, ნიუ-იორკში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობა. მე კი რატომღაც ბავშვობიდან საქართველოს ერთი კუთხით ვარ დაინტერესებული - განუმეორებელი სვანეთით, ადგილით რომელსაც საქართველოს განძთსაცავსაც კი უწოდებენ.
სვანეთზე შეყვარებულს არც ამ ცხელ ზაფხულში გამჩენია ზღვაზე წასვლის სურვილი. ოცნება დღემდე ოცნებად მრჩებოდა სანამ არ გავიგე ალდაგის სახაფხულო კონკურსის შესახებ და ვცადე რამე დამეწერა, დამეწერა იმაზე რაზეც ამდენი ხანია ვოცნებობ.

ბედნიერებაა იმ ადგილას ყოფნა რომელიც ასე წააგავს სამოთხეს, შეუდარებელი ბუნება, არაჩვეულებრივი ხალხი და ეს ყვაელაფერი მხოლოდ იქ... სვანეთში "მაღლა მთებში ღმერთთან ახლოს".
No comments:
Post a Comment