Friday, July 18, 2014

      

  "მაღლა მთებში ღმერთთან ახლოს"

 თითქმის ყველა ჩემი ასაკის მოზარდის ოცნებაა პარიზში, იტალიაში, ნიუ-იორკში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში მოგზაურობა. მე კი რატომღაც ბავშვობიდან საქართველოს ერთი კუთხით ვარ დაინტერესებული - განუმეორებელი სვანეთით, ადგილით რომელსაც საქართველოს განძთსაცავსაც კი უწოდებენ. 


სვანეთზე შეყვარებულს არც ამ ცხელ ზაფხულში გამჩენია ზღვაზე წასვლის სურვილი. ოცნება დღემდე ოცნებად მრჩებოდა სანამ არ გავიგე ალდაგის  სახაფხულო კონკურსის შესახებ და ვცადე რამე დამეწერა, დამეწერა იმაზე რაზეც ამდენი ხანია ვოცნებობ.

მიუხედავად ყველაფრისა რთული აღმოჩნდა ამდენი ხნის ნატვრის ფურცელზე გადატანა. სულ მინდოდა სადმე ყველაფრისგან შორს მთაში, კარვით მეგობრებთან ერტად წასვლა, იქ სადაც რამდენიმე საათი შეგიძლია უყურო ნისლშემორტყმულ უშბას, სადაც სიტყვები ზედმეტია, შეგიძლია თეთნულდის, შხარას. უშგულის ყურებით უზარმაზარი სიამოვნება მიიღო, დატკბე სვანური კოშკების მშვენიერებით, იყო იქ სადაც დრო შეუმჩნევლად გადის, ნელ-ნელა დაბინდება, საღამო, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, კოცონი, უამრავი შთაბეჭდილება და ემოცია, მეგობრებთან ერთად საუკეთესო დროის გატარება, დრო რომელიც დაუვიწყარი იქნება.

ბედნიერებაა იმ ადგილას ყოფნა რომელიც ასე წააგავს სამოთხეს, შეუდარებელი ბუნება, არაჩვეულებრივი ხალხი და ეს ყვაელაფერი მხოლოდ იქ... სვანეთში "მაღლა მთებში ღმერთთან ახლოს".