საუკუნეთა მაცივარშია.
მხოლოდ სიმართლე გვწყურია, გვშია.
სანამ სხვებივით დავკარგავთ მადას.
თორემ აწმყოში დავიხუთებით.
და ვინც ვერ ზომავს ჟამთ აისბერგებს.
ხალხში რომ ქვია _ ტკბილი სიბერე.
გაქრა.
გაქრა.
გაქრა.
პარაბელუმით ხელში.
დრო.
დაე, იცოცხლონ.
სივრცეში.
დაე, იცოცხლონ.
დილით არა გვაქვს პური...
გინდა რომ მზე ამოვიდეს...
და მიგორავ...
ყიდიან.
თათბირობენ.
კონცერტი გადაიდო.
რომელსაც შია.
იდუმალი ლურჯი სინათლე.
პროსპექტი.
რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.
რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.
რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.
რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.
რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.
რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი.
და ისევ ლურჯად შეიღებე თმა.
და მაინც ბრძოლას ვერ ვანებებთ თავს.
მაიმუნები ვართ...
და დაკლეს ჩვენი ერთად ყოფნის ხბო.
რომ სიყვარული ანარქიას ჰგავს.
მაიმუნები ვართ...
კარავზე სხივი აუცვდა.
თავი დახარა მიწისკენ.
ათინათებად მიკრთოდა.
იხმო მესამე ნაპირთან.
თოკზე წითელ კვალს გავლებულს.
არ არის გადალახული.
ეი,ქუჩებო,გამარჯობა!
გუშინ ღამე
ალბათ არ იცი,რომ გუშინ ღამე გელოდი,
მარტო ვიჯექი,ჩემს ძველ ოთახში,ვწერდი,
ლოთი კაცები მრავალჟამიერს ჩუმად
მღეროდნენ,
ხომ იცი,სულ ქეიფობენ აქვე,ჩემს გვერდით.
მე შენ გელოდი,ჩემი ბავშვობის აჩრდილთან
ერთად,
ის თურმე ჩემთან შეხვედრას ნატრობს,
შეხვედრა უნდა მძიმე ცხოვრების,უმწეო
გერთან,
რომელიც თავის უმწეო საქმით,თავს ვეღარ
ართობს.
და იმ აჩრდილმა, მომაგონა მე შენი თავი -
პირველი კოცნა
წმინდა გიორგის ხატი და - შენი ლოცვა,
ნუთუ არ გახსოვს,ჭაღარა კაცი ეკლესიასთან
კაპიკებს მთხოვდა,
ის მარტო იდგა ნაცრისფერ ჯვართან,
გარშემო თოვდა.
მაშინ ბარდნიდა მძიმე ფანტელი უღმერთო
ციდან,
მე არ მიყვარდი და შენ უნთებდი სანთელს
უსულო წმინდანს,
ალბათ შენთანაც ბავშვობა მოვა,
შენთანაც მოვა შენი აჩრდილი,
და დაობებულ გეძნობათა გროვას
ციდან მოგიტანს ნიავი გრილი.
შენც ხომ დაუთმობ ერთ ღამეს გრძმობებს,
დაუთმობ წარსულს,დაუთმობ სევდას,
ისევ მოიხმობ განცდათა ღამეს,
რომლებიც მთელი ბავშვობა გსდევდა.
შენც ჩემ უცნაურ ნაკვთებს აღიდგენ,
მეხსიერებას დაძლევ და მნახავ,
იმ თოვლიან დგეს,იქ ორნი იდგნენ,
დიდ ქვის ტაძართან მე დამინახავ.
მერე ნიავი შენს მოხუვ აჩრდილს
ცაში წაიღებს,
ღამე გაქრება,შენ არაფერი არ გაგონდება,
და იმ დილასაც,როგორც ყოველთვის
გადავიქცევი ძველ მოგონებად.
ალბათ არ იცი,რომ გუშინ ღამე გელოდი,
მარტო ვიჯექი,ჩემს ძველ ოთახში,
ლოთი კაცები მრაცალჟამიერს ჩუმად მღეროდნენ,
ხომ იცი,სულ ქეიფობენ აქვე,ჩემს გვერდით.
* * *
სულო,განდევნე ეს მღელვარება,
მას ემალება მზის ელვარება,
ვის ევალება ცხოვრება ჩვენი
სამარადისოდ რომ გაანათოს.
ნუთუ ცხოვრება მხოლოდ ოცნების
და სინანულის მწარე ფონია,
რთულ ჰარმონიად,ეს აგონია,
ღმერთმა მიბოძა ასე მგონია.
და უცებ გაქრა ეს მღელვარება,
გრიგალთა გუნდი ცას მოესია,
ზეცამ დასჭექა და ელვარებამ
მამცნო სიწმინდე და პოეზია.
ო,პოეზია,მხოლოდ შენა ხარ,
მხოლოდ შენა ხარ დროის მფლობელი,
და ამ უფლის გზას მხოლოდ ჩვენ გავალთ,
მარად დავრჩებით შეუცნობელნი!
უძილობა
კვლავ უძილობამ გუშინ ღამით მომისამძიმრა,
ჭექა-ქუხილით,დასეტყვილი ქუჩების სუნით,
ბეჭჩამოტეხილ,მერცხალთა ბუდეს ჰგავდა
მთაწმინდა,
ბალიშზე იდო შავი ბიბლია და თეთრი პური.
მოგიტან წყალს
ისეთი სახლი მინდა გაჩუქო,
შენ რომ იცხოვრებ,
ისეთი სიტყვა მინდა დავწერო,
შენ რომ გაიგებ,
ისეთი შუქი მინდა აგინთო,
შენ რომ გაგათბოს,
ისეთი წყალი მინდა გწყუროდეს,
მე რომ მოგიტან,მე მოგიტან წყალს,
შენ იცხოვრე ჩემთან,
მე მოგიტან წყალს.
შავი ფერი
შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა,
ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა,
მოვადუღე, გავიკეთე, შემეცვალა ფერი,
სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.
იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა,
დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა,
აღარ მჯერა გამარჯვების, ვერ ვიწამე ბუდა,
ცა ქალამნად დავიხურე, დედამიწა ქუდაღ!
დავინახე შენი სახე, მომერია სევდა,
სიყვარულის მთვრალი მახე წელზე ხელებს მხვევდა,
მოვერიდე, გავიქეცი, შველა ვთხოვე ალაჰს,
მოსახვევში წავიქეცი, მოვეჭიდე ბალახს.
მოვუკიდე,გავაბოლე,დამავიყდა დარდი,
მზეზე ფრთები დავიწვი და წყალში გადავარდი.
ჩემი ცუდი საქციელი,არარაფერს არ ჰგავს,
ვინც ახლა არ გაიღვიძებს,
ის სამშობლოს კარგავს.ერთი კოცნა
ისევ დაბრუნდება ჩვენი გაზაფხული,
ისევ გამოჩნდება გზა;
ისევ გაანათებს სითბო არნახული,
ისევ გალურჯდება ზღვა.
სანამ მე ვცოცხლობ,
სანამ მე ვსუნთქავ,
სანამ მე ვგრძნობ.
სანამ მე მიყვარს,
სანამ მე მახსოვს,
სანამ მე გცნობ.
მე მინდა შენი კოცნა,
ერთი კოცნა.
საქართველო
მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს,
მე გაძლევ ფიცს,რომ სიყვარული კინოს აღარ გავს.
ვიცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს,
მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.
ხომ ხედავ, შენი გაბზარული გული ჩემით ცემს,
შენ იცი სიყვარული,აზრი აღარა აქვთ წლებს.
მითხარი, რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს,
მე აღარ წავალ, ისევ მოგაბეზრებ თავს.
მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ,
მე შენი მთების გარდა აღარაფრის აღარ მწამს,
ამდენი ხანი ვამბობ, რასაც არ ანდობენ სხვას,
მე უკვე აქ ვარ აღარ გადმოვცურავ ზღვას,
მე აღარ გადმოვცურევ ზღვას!
ჩვენ განშორებას,როგორც სიკვდილს გული ვერ იტევს,
და ტელეანძა როგორც ჯვარი საფლავს დაადგეს.
დრო იტყვის ყველაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ რომ ვთქვა,
თქვენ იზამთ ყელაფერს,რასაც ვერ მოვასწრებ,რომ ვქნა!
და ჩემგან დარჩენილ,დაფლეთილ ათას ტომს,
ბავშვები ნახავენ, თუ ოდესმე მოვიგებთ ომს,
ჩვენ მოვიგებთ ომს! აქ ხარ
ვიცი ისეც უსწრებ დროს,
მოხვედი, მ აგრამ მე ვერ გხედავ,
ამ სიმღერით თუ გაგათბობ,
შენ კი კვლავ დამავიწყებ სევდას,
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ, ჩემთან.
ეს ხალხი ძველ სიმღერებს მთხოვს,
მე კი ჯიუტად ვმღერი ახალს,
მე მხოლოდ შენ სიყვარულს ვგრძნობ,
ყველაზე ღვთაებრივს და მართალს.
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ ჩემთან,
* * *
მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე,ათასი სიტყვით,სახით დაგამძიმე,ხომ ვერ მოვპარავ საკუთარ თავს იმას,რაც ვარ.შენ დაგავიწყდა,რომ შტორმს,შტილი მოჰყვება.და შენი ნავი მალე მშვიდად იცურებს,სულ სხვაში.საშიში ის არის,ვინც იმდენ ყვავილს ვერ მოწყვიტავს,რამდენიც უნდა,ვინც საკუთარი შიშის ტუსაღიადა სხვის თვალებში,როგორც სარკეში იჭყიტება,ივარცხნის თმას,შეშინებულმა,შენი ქოხი სხვაგან გადადგი,იქ მხოლოდ სურნელიღაა დაღლილი შტორმის,გეგონა დაანგრევდა შენს სახლს მოლხენა,და სიყვარულიშტორმს ხომ გითხარი,შტილა მოჰყვებადა ჩემი გემი დაცურავს ახლა სულ სხვაში,მე უფრო მეტი ყვავილი მოგოწყვიტე,ვიდრე გეგონა.* * * ნასახლარები ჩემი წარსულის,წალეკა წყალმა.,მიწას დაემხო აშენებული ოცი სართული,ვიცი გიყვარვარ და აღარ მინდა შენი წვალება,ჯერ არ დაიხა ჩემი სულის ძველი საფულე,კვლავ ამოვხედავ შენს აივანს კუთხესთან მდგომი,ოცი წლის გავხდი და შენს ფანჯრის წინდაემხო რომი.* * * დროთა უტყუარ სიბრძნეში ვიშვი,როგორც კენტავრი ღმერთის საშოდან,გარყვნილების და გაქრობის შიშშიგავჩნდი,ეპოქის წარმოსაშობად.მეცხრამეტე დღეს მეცხრამეტე თოვლია და მეცხრამეტე ლექსი,ჩემი წარსულის ტოლი ვარ,გავდგი ცხრამეტი ფესვი.სტუმრები ჩემი მხოლოდ წლებია,დღესასწაული ცხრამეტი ლანდისდა ავსებს გვერდებს ჩუმს და სევდიანსეს უსასრულო,ცხრამეტი დარდი.მჯერა ისევ მარტო დავრჩი,შენზე ფიქრით ვირთობ თავს,მე ჩემ ოთახში ვზივარ,რომელიც ციხის საკანს გავს.მე ვიცი,რომ შენ მოხვალ,ვიცი არ დაუთმობ მტერს,შენ ქანდაკებს ჩემსას ყოველთვის გადაწმინდავ მტვერს,მე მჯერა,შენი ნდობის,მჯერა,რომ შენ მოხვალ დღეს.და ცივ ლოგინში მომცემსიყვრულით დაღლილ ხელს. პოეტს
/გ.ტაბიძის ხსოვნას/
უძილო ფურცელს მან მისი აზრი,
დაღად დაასვა ვით თავის მონას.
დაღად დაასვა გრძნობები ნაზი,
რომელიც შექმნა და მოიგონა.
და იმ ოცნებით შექმნილ მხარეში,
სადაც სულები არსებობს მხოლოდ,
სადაც ღმერთების უკვდავ თარეშს
და ხელოვნებას არ ააქვს ბოლო,
იქით წაიღეს იგი ქარებმა,
მხოლოდ მათ ენდო იგი ვნებული,
მხოლოდ იმ ქვეყნად დაიფარება
ოცნება მისი,დამონებული.
მუხლმოდრეკილი,
გარშემორტყმული ჩვენი ცოდვებით
ჩვენგან წასული,ის ჩვენზე ფიქრობს
და ვეცოდებით.
ალბათ კვლავ მარტო,
ალბათ კვლავ ნატრობს,
ალბათ კვლავ ქმნის...
დღეს ხომ დილიდან ქარიშხალია,
ქარი ქრის,ქარი ქრის,ქარი ქრის.
3 მაისი 1978 წელი
მიქელანჯელო ანტონიონის
ვიღაცა გადმოხტა,
ქვევით მიჰქონდა სხეული ქარებს,
მოხუცი კაცი კითხულობდა__ ნეტავ რა მოხდა?
ქალაქი სდუმდა,
მხოლოდ მილების ფშვენა აღმოხდათ
და შავი ბოლი გაატარეს.
ჩუმად
ჩუმად გარდავისახოთ საგნებში,
შევიცნოთ მათი მდუმარება
და ანარელთა სავდა სარკეში.
გაწვრთნილ აფთართა დავეუფლოთ
თვინიერებას,
საცირკო ცხენის უნაგირზე ვისწვლოთ თვლემა,
მიწის ქვეშეთის წყაროებივით ჩუმად შეხვედრა
და ვიჩურჩულოთ,
როგორც ბალახმა და ფოთოლცვენამ.
ცოლს
ორი ხე,
ერთიმეორეზე უფრო შიშველი,
ორი სიკვდილი,
დაღლილმა მიწამ იშვილა,
გაჩნა მესამე,
ალბათ იმ ორის საშველად
და ერთს შესწირა
სული თვისი სავსე სიმშვიდით.
ზამთარია
და ყოველ მათგანს ცალ-ცალკე ათოვს,
ორნიღა დგანან გაშიშვლებულნი,
ორივე მარტო.
ქარი
თბილისის ვერცხლისფერ მტვერში,
ბურთივით დაგორავს ქარი,
უსმენენ ქალები გერშვინს,
მეც მინდა ვიყო ქალი.
ცები--დაფლეთილი,ძველი ქოლგები,
აირეკლავენ ვერცხლისფერ უდაბოს,
ჯვარცმულ წმინდნთა წინმორბედის
მიხმობს ყვირილის ხმა უზოუკვლო.
მე კვლავ ვარსებობ!ანგელოზებით
გაწბილებული,
ჯიუტი ბავშვის სული - ჯოხით ნაცემი.
კედელთა ტუსაღი,ისევ ლექსებს ვწერ,
უწინდებურად.
ავადმყოფური,ქალური ჟინით და გატაცებით.
"ხორცი"
კენწეროებით მთვარეს სწვდებიან,
ფესვებით სწოვენ სისხლს დედამიწას,
და ათრთოლებენ აზრებს სევდიანს,
ვინც სიკვდილისგან მარადჟამს მიცავს.
მათი ტანებით იგება სახლი,
ჩემი ოთახი მათი ხორცია,
მათ მაგიდასთან იყრება ხალხი,
რიდით ითხოვენ მორიგ პორციას.
უსაყვედურებ ცებს,მხოლოდ მისთვის,
რომ შექმნეს ხორცი ადამიანთა,
უტკივარია წამება ხისთვის
და მსუბუქია ყველა იარა.
და ნეტავ ჩვენი პლანეტა ,
იყოს ნახატი მთვრალი ესთეტის,
რომ ვერ აჩეხოს ხორცი დანებმა,
რომ არსებობდეს მხოლოდ ლექსები.
რომ არსებობდეს სისწორე კაცთა,
ჯარი ხისფერი მანეკენების,
ტანი-უწყინარ,მძინარე ნაძვთა,
მათი წიწვები,ნაცვლად ენების.
მაშინ ღვთიური,ის პასტორალი,
უფრო მიაღწევს ცათა სისრულეს
და შექმნის ფუნჯით ესთეტი მთვრალი,
უსულო კაცთა უაზრო სულებს. კოცნა ძუნწო მეფეო სიღრმეთა მიწის,მწყემსო კაცთა და იმპერატორთა,ორსულ მარცვალთა საშოთა სიცხეს,მოკვდავი ხორცის აქცევ საწოლად.ზღვის ფსკერზე ვეშაპთა მძინარე ჩონჩხებს,გადაავიწყდა შიში და მოცდა,უდროოდ ჩაძირულ,დიდებულ გემებს,ლოკოკინათა მიეკრო კოცნა.ივლისი ივლისი ხვნეშოდა; ორთქლისფრად,ურცხად,ქარვის ალებში დნებოდა თბილისი,დაღლილს ალერსით,ქალს მაგონებდა,ჩემი ქალაქი ძილის წინ.გაგოდარება ნუთუ შენია,რასაც განიცდი?ტერიტორია არ გაგაჩნია,შენ ხარ ვინც ამჩნევსდა უნდა მიხვდე,თუ სად იწყება ის,რაც დასრულდა.ბედნიერება აღარ გეკუთვნის,რადგან არ იმჩნევ უბედურებას.გული ნუ გწყდება,დეკორაციებს ყოველდღე ცვლიან,მოდის უზნეო დასაწყისი,სიზმრებით სავსედა არ ნახულისისასტიკით გიმასპინძლდება.წარმოდგენაში მირბიხარ,რომელიც უშენოდ დადგეს,ნახავ ყველაფერს,რაც დაგავიწყდა,კვლავ შეიყვარებკომუნიკაციას ანარეკლთან,მოგზაურობის ვიტრინაში,რეკლამას-მომავალი თვითმკვლელობით გაზავებულს,საყვარელს,რომელიც მიგატოვებს,ისევ წაგიღებს საძულვილითავისუფლების,და შეშლილ კოსმოსსგადაუფრენ,როგორც კომეტა.თითქოს უყვარხართ,როცა იწყებენ ლაპარაკს,რადგან ივნისში მარტოა მთვარე,პლასმასის ჭაღივით კიდია ჭერზეყვითელი ტილო,დღევანდელობის.უნდა ისწავლოპურის დაგდება,როცა დაძღებიცოდნით და ხორცით.შეშლილ ველასკესსნურაფერს ეტყი მილიტარიზმზე,ჩვენთან წამოდი,საყოველთაო არჩევნებზე სიამოვნების.ისევ სიზმარი დაგაძალესმარადიული კატასტროფისმოლოდინში,სირცხვილის ზღვარზე,როცა არ იცი,სად მთავრდებაშენი ლოგინი.პატიოსნების დაკარგვის სიტკბო,იქ თვრამეტ წლამდე კვლავ ირძალებასმენა ხორცის და კითხვა მარქსის,მასათა ღელვა უკუდინების შემთხვევაში,პროპორციულია სისხლის,რადგან ფილმში ხარდა არ გიღებენ კარს.უარს ნუ იტყვისაკუთარ ქმარზე,თუ არ მოგწყინდა,გარდაუვალი კვირის ბოლოს,უკანასკნელი ქალაქგარეთ გასეირნება.კულტურულია შიში რევოლუციის,მავზოლეუმის დერეფანში,როცა მშვიდობის გამზირზე ცხოვრობ--აღარ არსებობ.მაოს ყვითელი ამაოებით,დაგყურებს რუქა,როგორც სარკმელი,მაიაკოვსკიმ რომ გამოაღო.და ერთი დუბლიც:ჩინელი ქალი გაგიღებს კარებს,შენ კი წაყვები,როგორც კადრებსმომავალ ფილმში,სოციალიზმის განტოლებისამოსახსნელად.თავისუფლებამსხლერპლის ფასადაზრი დაკარგა,ნუ გეშინია,მარტო ყოფნის,მაინც სხვების ხარ, და აღარ იმჩნევ,როგორ მოგწყინდა განცდა,შეშინებული მარტორქასავით,უკანასკნელ ამოსუნთქვამდე,ანელებ სიკვდილს,რომლის ლოდინში,კიდევ ერთხელ გაგეღვიძება.ომის-ღარიბებს სწამთ,გამარჯვების უცხო სხეულზე,ისევ ყველაფრის უფლება გაქვს,როგორც ფილმში,რომელსაც პირველად უყურებ.გვამთა სიმრავლე -უაზრო სიხარულს ბადებს საფოსტო ყუთში,შენი სამოთხის.ატალახებულ სოფლის გზაზე,რომ მიატოვე და გაემგზავრემოსალოცი ბარათების შესაგროვებლად.შენ აღარ იბრძვი,მხოლოდ უყურებ,როგორ ინგრევა შენი სახლიყოველდღიურად,რადგან მსხერპლი ხარ,მარადიული სისულელისსაკურთხეველთან.კვლავ გაურბიხარიმას,რაც მოგდევსდა ვერ გეწევა.ჩამქრალ დარბაზში,როგორც საკუთარ თავშიზიხარ და უხმოდ ელოდები გაგოდარებას.დრო _IIდრო.დო_რე,რე_დო,დმ_ტა,დმ_ტა,დგდნ,დგდნ,ტა,დგდნ,დგდნ.დმ,დმ,დმ_ტა,დმ,დმ_ტადმხო,დგდნ,დგდნ,დრო. სირცხვილი ქარვის ფურცელი,არ ინდობდა სიზმრიან სიცხეს,დაღლილი მთვარეეტყობოდა დღეთა სიბერეს,მათხოვარივით დარჩენილი,ვარსკვლავებს გარეთ,ღონემიხდილი და ბედნიერი იწვა სირცხვილი .წერილი პლატონს
ყველა პოეტი მატყუარაა_ პლატონი
სიტყა რომელიც არაფერს არ ჰგავს
ყველაფერს ამბობს.
ჭეშმარიტება შენ ხარ თვითონ,
როდესაც ითმენ და ელოდები.
იზრდება საფრთხე,
იწყება სიცხე შავ აისბერგზე,
რომელიც მძიმედ,
მიაპობს ყინულს და იძირება.
რჩევა პოეტს
ისე უნდა გახურდე,რომ გადაიწვა,
ისე უნდა გაანათო,რომ დაბნელდეს,
ისე უნდა იცხოვრო,რომ მოგკლან,
ისე უნდა მოკვდე რომ დაიბადო.
შოპენს
ვუსმენდი შოპენს,მერე ათოვდა ქაშვეთს,
მახსოვს ზამთარმა შემაყვარა მარტო დარჩენა,
ცოცხით დასდევდა მეეზოვე თოვლიან ბავშვებს,
ცოცხით,რომელიც ჰგავდა ფარშევანგს.
***
ნუ უსმენ ხალხს რომ თითქოს ჩქარა გადის დრო,
რომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს,
ხომ გრძნობ, ამ ფიქრს, კართან ჩუმად რომ გიცდის,
შენ კი, კვლავ გწამს, რომ სიმღერა დაგიცავს.
შენ ხედავ სიზმრებს, ისევ და სიყვარულის გწამს,... იხილე მეტი
მე მინდა შენთან, ისევ და უშენობა მკლავს.
ნუ უსმენ ხალხს რომ თითქოს ჩქარა გადის დრო,
რომ მშვიდად ყოფნას შენსას აღარავინ მტრობს,
ხომ გრძნობ, ამ ფიქრს, კართან ჩუმად რომ გიცდის,
შენ კი კვლავ გწამს რომ სიმღერა დაგიცავს.
დრო, მხოდოლ სიყვარულს დაინდობს,
დღე, ისევ წაიღებს დარდს,
ჩვენ, ალბათ ნოტებზე დავრჩებით,
სხვებს, არ მოვაბეზრებთ თავს.
შენ ხედავ სიზმრებს, ისევ და სიყვარულის გწამს,
მე მინდა შენთან, ისევ და უშენობა მკლავს,
დრო, მხოლოდ სიყვარულს დაინდობს,
დღე, ისევ წაიღებს დარდს,
ჩვენ, ალბათ ნოტებზე დავრჩენით,
სხვებს, არ მოვანეზრებთ თავს.
დრო, მხოლოდ სიყვარულს დაინდობს,
დღე, ისევ წაიღებს დარდს,
ჩვენ, ალბათ ნოტებზე დავრჩებით,
სხვებს, არ მოვაბეზრებთ თავს.
ჰამლეტირატომ აღარ რეკავს?
ყველაფერი მექანიკაა.
წყურვილის დიფუზია მუსიკაში,
უზუსტობათა შეხება ლეონარდოსთან,
ელეგიურობა დღის,
საგნების სენტიმენტალური დგომა,
საფლავებივით.
ჩემი ოთახი შენი ოთახია,
ყველას ოთახია! მოითმინე და
ტელეფონიც აღსდგება მკვდრეთით,
დაიწყებს წითელი დინგით ტრიალს,
დაგირეკავენ როზენკრანცი და გილდესტერნი,
თუ არ მოკვდნენ.
ყველაფერი მექანიკაა,
ისიც, რომ გენატრება
და რომ თითქოს გადის დრო.
კომუნიკაცია საკუთარ მუცელთან,
შიგნიდან ვიღაც რეკავს,
ჩემ ფაშვში ცხოვრობს გონოიუბუ:
დაჭრილი,
აფრიკული სიყვარული.
შეხვედრა ეპიგრაფი " ნაწყვეტი ძველი ლექსიდან"
ტანს გეტმასნება სველი ალერდი,
გამჭირვალე კაბა გიმზერს თეძოებს,
და აზიდული, მაღალი მკერდით,
მიეფინები მწვანე ეზოებს.ძაფი გადასკვნა დედაბერმა,
მწვანეს გადახედა ორღობეებს,
აჩრდილს თვალი ავლო წამოვლენილს,
ცხადში შეჰყურებდა მოგონებებს.
თვალი აარიდა საოცრებას,
თმები გაეშალა მზეთუნახავს,
თეძოს დაჰფენოდნენ დალალები,
და ზედ ოქროსფერი აუსახავთ.
თვალნი ცისფერი და უნაპირო,
შიგ მზის სხივებიც რომ ირეკლება
ამაყი მთვარისაც ნარნარება
მის უძირობაში იღვლეფება.
მკერდი, აზიდული ზეცისაკენ,
ჯერაც უჩვეველი შეთრთოლებას,
იგრძნო დედაბერმა გზად მიმჯდარმა
ძველისა და ახლის შებრძოლება.
ლექსი გაიხსენა უძველესი,
თავის სიქორფის და ტრფობის ჟამის,
შურით გადაავლო თვალი ზეცას,
იგრძნო სიფერმკრთალე თეთრი ღამის.
სანამ დედაბერი ოცნებობდა,
ქალწულს თვალწინმომდგარს იქარგავდნენ,
სინაზით და კდემით მუშაობდნენ.